Sunday, October 18, 2015


1.პროექტის სახელწოდება: "ჩემი საქართველო"
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურით, ისტორიითა და ტრადიციებით.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს კულტურას, ტრადიციებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებში კვლევის უნარ-ჩვევის განვითარება, ინფორმაციის შეგროვება და პატრიოტული გრძნობების გაღვივება.
5.მონაწილეთა ასაკი: 15, 16, 17წლის მოსწავლეები.
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 1/04/2015-1/06/2015.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები შეისწავლიან საკუთარი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას. შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევას. შეიძლება ნახატების, სურათების ალბომის გაკეთება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, მიკროავტობუსი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, ექსკურსია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ინფორმაციის მოძიება, სურათების გადაღება, ალბომის გაკეთება.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნუი სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ქართული. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ ამ საგნების სწავლის სურვილი, ისწავლიან საკუთარი ქვეყნის დაფასებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ამურველაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: amurvelashvili.1985@ gmail. com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ninoamurvelashvili. bilgspot. com
დღეს ტრენინგის მეათე დღეა.ტრენინგებზე სიარული თავიდან ძალიან მეზარებოდა,იმიტომ რომ სახლში ორი პატარა მელოდება,მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ტრენინგების,რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე.აქამდე კომპიუტერის ჩართვა-გამორთვაც კი არ ვიცოდი.ძალიან დიდი მადლობა!